среда, 11 марта 2015 г.

სკოლა

2015 წლის 9 მარტს სეფიეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით "მე მიყვარს ქართული", რომელშიც მონაწილეობდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები (პროექტ "ეტალონის" ფორმატით). კონკურსი ჩატარდა სამ ტურად. პირველ ტურში იყო 10 კითხვა, მეორე- მესამეში - 5-5. შედეგებს აფასებდნენ ჟიურის წევრები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ლუიზა ოჩიგავა და ეკა ხვიჩია, ასევე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ემა სანაია.
მონაწილეობდნენ: ანი რურუა, ირაკლი რურუა, მედეა გაგუა, ქეთევან ღვანია, აკაკი ღვანია, ცირა ძველაია და თამარ ლაბარტყავა.
კონკურსზე მოსწავლეებს დაურიგდათ ამობეჭდილი ტესტები, თითოეული ტურის ბოლოს მაყურებელს ჰქონდა საშუალება, მონიტორზე გასცნობოდა კითხვებს.
მაღალი ქულები (14-14) დააგროვეს ანი რურუამ და ქეთევან ღვანიამ. მათ შორის შედგა დამატებითი ტური. უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვა ანი რურუამ.
 გამარჯვებულს გადაეცა დიპლომი და იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული. მონაწილეები დასაჩუქრდნენ სიგელებით.





                                       











 

Комментариев нет:

Отправить комментарий